logo_geo
მადრიდის რესტორანმა რუსების მომსახურებაზე უარი განაცხადა
- +

2 აპრილი. 2017. 18:13


მადრიდის ერთ-ერთი რესტორანი სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც მენეჯერმა რუსულენოვანი გოგონების საღამოს ორგანიზატორს, განუცხადა, რომ დაწესებულება „რუსი ეროვნების ადამიანებს არ მიესალმება".


საღამოს ორგანიზატორმა რესტორნის თანამშრომლის დისკრიმინაციულ ქმედებაზე სამართალდამცველებს მიმართა. მოგვიანებით, მას რესტორნის მფლობელმა დაუკავშირდა და თანამშრომლის საქციელის გამო ბოდიში მოუხადა. ასევე მან განმარტა, რომ დაწესებულება არ იზიარებდა მისი თანამშრომლის „ნაციონალისტურ შეხედულებებს რუსი ეროვნების ხალხთან დაკავშირებით".


მიუხედევად ბოდიშისა, რუსულენოვანი გოგონების საღამოს აღნიშნულ რესტორანში გამართვაზე ორგანიზატორმა უარი განაცხადა.


ინციდენტის შესახებ ანასტასია სამატაროვა სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს: 


big_banner
არქივი