logo_geo
ბიზნესმენი, რომელმაც ქვეითს გზა არ დაუთმო, 77 000 ევროთი დააჯარიმეს!
- +

2 აპრილი. 2017. 22:26



ჰელსინკის სასამართლომ ფინელ მილიარდერ ანტი ილმარი აარნიო-ვიჰურის 77 808 ევროს ჯარიმის სახით გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ ავტომობილის მართვისას, მან ქვეითს გზა არ დაუთმო.


ინციდენტი 5 მარტს მოხდა. იმ დღეს აარნიო-ვიჰურიმ, ვისი ქონებაც 1.7 მილიარდ ევროდაა შეფასებული, გზა არ დაუთმო ფეხით მოსიარულეს, რომელიც სხვა ავტომობილებმა გზის გადასასვლელზე გაატარეს.


ბედად, არავინ დაშავებულა. მძღოლმა სასამართლოში განაცხადა, რომ დამუხრუჭება ვერ მოასწრო, მაგრამ მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. აარნიო-ვიჰურის ადვოკატმა ჯარიმის მოცულობა გააპროტესტა და მისი შემცირება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროტესტი არ მიიღო და დამრღვევ მძღოლს ჯარიმის 12 დღეში გადახდა დააკისრა.


77 წლის აარნიო-ვიჰურის ეკუთვნის კომპანია „ვიჰური გრუპ", რომელიც უკვე ასი წელია მუშაობს. საქმიანობის მთავარი სფერო საბითუმო კომერციაა. გარდა ამისა, კომპანია დაფასოების, სამშენებლო და საავიაციო ბიზნესებითაც არის დაკავებული. ფინელი ბიზნესმენი არის კანადურ დამფასოებელ კომპანია „ვინპაკის" უმსხვილესი აქციონერი.

 

ფინეთში საგზაო ინციდენტების ჯარიმების სისტემა, დამრღვევის შემოსავლების შესაბამისად განისაზღვრება.


პოლიციის ვებგვერდზე არის სპეციალური კალკულატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დარღვევის ჯარიმის გამოთვლა. კალკულატორი დამრღვევის ყოველთვიურ შემოსავალს ითვალისწინებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი