logo_geo
მადრიდში, ერთ-ერთმა რესტორანმა რუსების მომსახურებაზე უარი განაცხადა
- +

3 აპრილი. 2017. 03:02



Rbc-ის ინფორმაციით, მადრიდში ერთ-ერთ რესტორანში რუსების მომსახურებაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, მათთვის რუსი ხალხი მიუღებელია.


გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რესტორან Sagardi-ში 1-ელ აპრილს 100 რუსი ქალბატონისთვის ბარი დაბრონეს, თუმცა ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომლის გამოც იყო ბარი დაბრონილი, რესტორანის მენეჯერი მათ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბრონი ანულირებული იყო.


მოგვიანებით ქალბატონს, რომელმაც ბრონი განახორციელა, ჯგუფ Sagardi-ს მფლობელი ინიაკე ვინიასპრე დაუკავშირდა და თავისი თანამშრომლის ქმედების გამო მოუბოდიშა. მისი თქმით, ისინი არ ეთანხმებიან თანამშრომლის ნათქვამს რუსი საზოგადოების მისამართით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი