logo_geo
გახმაურებული ფიქტიური ქორწინების ფაქტები ლეგალიზაციისთვის
- +

3 აპრილი. 2017. 22:28


 

ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამჟღავნება ნამდვილ სკანდალად იქცა. ისინი ერთად ეხმარებოდნენ იმიგრანტ ქალებს, ქორწინების შედეგად მიეღოთ ლეგალური საბუთები საბერძნეთში საცხოვრებლად.


კრიმინალურმა ჯგუფმა ბოლო ფიქტიური ქორწინების რეგისტრაციის ნაკადი ბერძენ მამაკაცებსა და აღმოსავლეთ ევროპელ ქალებს შორის გააკეთა.


ქორწინების გარდა, ჯგუფი ეხმარებოდა ადამიანებს, შვილად ეღიარებინათ ისინი საბერძნეთის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, არაკანონიერად. არსებობს ფიქტიური გაშვილების ფაქტები.

 

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის ჩინოვნიკები, ნოტარიუსები, იურისტები და პოლიციის თანამშრომლები. გამოძიება დაადგენს ყველა უცხოელის ვინაობას, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის მომსახურება გამოიყენეს.


წყარო: georgians.gr

 

 

 

 

big_banner
არქივი