logo_geo
17 წლის მოზარდი რომის პაპის მოკვლას გეგმავდა
- +

4 აპრილი. 2017. 12:22



17 წლის ნიუჯერსელი მოზარდი რომის პაპის მოკვლას გეგმავდა. განზრახვა სისრულეში 2015 წელს უნდა მოეყვანა, როდესაც პაპი ფრანცისკე აშშ-ს სტუმრობდა.


ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 17 წლის სანტოს ქოლონმა აღიარა, რომ ის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" დაკვეთით მოქმედებდა.


გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი გეგმავდა როგორც სნაიპერის დაქირავებას, ისე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას, რომლის დამონტაჟებასაც ფილადელფიაში, პაპსა და მრევლს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებდა.


სანტოს ქოლონი FBI-ის ფარულმა აგენტმა გამოავლინა, რომელიც მას სნაიპერად გაეცნო. მოზარდი რომის პაპის დაგეგმილ მესამდე 12 დღით ადრე დააკავეს.


სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, ბრალდებული აცხადებს, რომ ის „ისლამურ სახელმწიფოს" თანადგომას უცხადებს და ტერორისტების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. თუმცა მასსა და ISIS-ს შორის რაიმე კავშირების შესახებ დამატებითი დეტალების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია არ აქვს.


სანტოს ქოლონს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრება.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი