logo_geo
უსაქმურად წოლისთვის მოხალისეებს 16 000 ევროს მისცემენ
- +

5 აპრილი. 2017. 22:45



საფრანგეთის კოსმოსურ-სამედიცინო ინსტიტუტი მოხალისეებს ეძებს, რომლებიც მზად არიან 16 ათას ევროდ, 60 დღე უსაქმურად იწვნენ საწოლზე. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.


მეცნიერებს მოხალისეები სჭირდება ექსპერიმენტისთვის, რომლის შემდეგაც უნდა დადგინეს მიკროგრავიტაციის ზეგავლენა უწონობის მდგომარეობაზე.


მედიის ცნობით, უნდა შეგროვდეს 20-დან 45 წლამდე 24 მამრობითი სქესის კანდიდატი,რომლებიც არ ეწევიან, არა აქვთ ალერგია და სხეულის მასის მაქსიმალური ინდექსი 22-27-მდე მერყეობს. კანდიდატებს 2 კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ ტესტები ექსპერიმენტის დასაწყისსა და დასრულების შემდეგ.


მეცნიერების თქმით, ექსპერიმენტი შესაძლოა ადვილად შესასრულებელი გეჩვენოთ, მაგრამ წესების მიხედვით, ჭამა, დაბანა და სხვა რუტინული საქმიანობაც მწოლიარეებმა უნდა განახორციელოთ.


„წესის მიხედვით, ერთი მხარი მაინც, საწოლთან კონტაქტში უნდა გქონდეთ",- აცხადებს ინსტიტუიტს მკვლევარი.

 

მსურველებს დარეგისტრირება შეეძლებათ  აქ.



წყარო: interpress.ge

 

big_banner
არქივი