logo_geo
Pepsi–ის სარეკლამო რგოლი ქენდალ ჯენერის მონაწილეობით და დიდი კრიტიკა მის გარშემო
- +

6 აპრილი. 2017. 21:13


 

Pepsi-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის გარშემო ისეთი ამბებია ატეხილი, რომ ლამისაა უშუალოდ ტოპ მოდელი ქენდალ ჯენერიც კი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, ნანობს მასში მონაწილეობას, მან საკუთარი instagram-გვერდიდან ფოტოც კი წაშალა. საქმე ისაა, რომ რგოლმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია და მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის განზრახვები, ერთი შეხედვით, სულაც არ ყოფილა ცუდი, საბოლოო ჯამში, ნამუშევარში მაინც ბევრი ისეთი მომენტი გამოიკვეთა, რომელმაც სერიოზულ უკმაყოფილებას დაუდო საფუძველი.



უმეტესობა თვლის, რომ 2:40 წუთიანი ვიდეო „Live for Now" პოლიტიკური და რასობრივი თემებით ცუდად მანიპულირებს. ინტერნეტსივრცე უკვე დაიპყრო მომხმარებლის კომენტარებმა და შედარებებმა. როგორც თავად Pepsi-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი რგოლის მიზანი ძალიან მარტივი და აბსოლუტურად ნეიტრალური იყო, მათ უბრალოდ სურდათ საზოგადოებისთვის ის გზავნილი მიეწვდინათ, რომ ყველამ თითოეული წამით უნდა იცხოვროს და დატკბეს მისი მოულოდნელობებით. ასეა თუ ისე, რგოლმა გამოსვლისთანავე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მიიღო, ნეგატიური თუ პოზიტიური, ეს უკვე ცალკე თემაა. 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი