logo_geo
ჩვენი დროის „მაუგლი“ - გოგონა, რომელიც მაიმუნებთან ერთად ცხოვრობდა
- +

9 აპრილი. 2017. 18:29




ინდოეთის პოლიციამ უტარ-პრადეშის შტატში მცირეწლოვანი გოგონა გადაარჩინა, რომელიც წლების განმავლობაში ტყეში მაიმუნებთან ერთად ცხოვრობდა.


ვარაუდობენ, რომ ბავშვის ასაკი 8-დან 10 წლამდე მერყეობს. ის ოთხივე კიდურის გამოყენებით გადაადგილდება, არ შეუძლია ლაპარაკი, მაიმუნების მსგავს ხმებს გამოსცემს და ექიმებს ცხოველებისთვის დამახასიათებელი ჟესტებით ეკონტაქტება.


სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბავშვი ცხოველების გარემოცვაში ჩვილობის ასაკიდან მოხვდა. მისი ვინაობის დადგენა კი შეუძლებლად მიაჩნიათ.


 

big_banner
არქივი