logo_geo
Pepsi სკანდალური ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის
- +

9 აპრილი. 2017. 19:52



Pepsi-მ ახალ სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლითაც ბოდიშს უხდის საზოგადოებას ასევე ვიდეოში მონაწილე მოდელ, ქენდალ ჯენერსაც და ვიდეორგოლიც წაშალა.


„ჩვენ რაღაც ნამდვილად გამოგვრჩა და ბოდიშს ვიხდით, ჩვენს მიზანი მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემის „გალაითება" არ ყოფილა. ბოდიშს ვუხდით კენდალ ჯენერსაც უსიამოვნო სიტუაციაში ჩაგდებისთვის" - განაცხადა კომპანიამ.


შეგახსენებთ, 3 აპრილს Pepsi-მ  ახალი სარეკლამო რგოლი შემოგვთავაზა, რომლიც მთავარი გმირი 21 წლის მოდელი, კარდაშიან-ჯენერების „კლანის" წარმომადგენელი, ქენდალ ჯენერია.


სარეკლამო რგოლი იმეორებს პრინციპს: „Live for Now"


ქენდალი, ვიდეორგოლშიც მოდელის როლს ასრულებს, რომელიც საპროტესტო აქციის მთავარი გმირი ხდება.


მას გადაღებები აქვს, ამ დროს კი სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების აქტივისტები ჩანან. ქენდალი მათ შეუერთდება და აქციის მთავარი გმირიც ხდება. ერთ-ერთ მონაკვეთში, საპროტესტო აქციაზე მყოფი ქენდალი პოლიციელს Pepsi-ს აწვდის. პოლიციელი Pepsi-ს სვამს და კოლეგას გაღიმებული უყურებს. ამ ყველაფრის შემხედვარე აქტივისტები კი სიხარულისგან ცეკვას იწყებენ და პროტესტიც წყდება.



ვიდეორგოლის გავრცელებისთანავე, მედიაში დაიწერა, რომ Pepsi იეშია ევანსის ისტორიული ფოტოს კომერციული რიმეიქია, რამაც სოციალური ქსელების მომხმარებლებში აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, Pepsi-მ ფოტოს მნიშვნელობა დააკნინა.



ისტორიული ფოტოზე, 28 წლის მედდა იეშია ევანსი, რასისზმის წინააღმდეგ, შავკანიან მოქალაქეებზე პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციზე ხელს უწვდის მის დამკავებელ პოლიციელებს ლუიზიანს შტატში. ეს ფოტო ჯონათან ბაჩმანს ეკუთვნის სააგენტოდან REUTERS. ფოტო World Press Photo Awards 2017 კონკურსის ერთ-ერთი პრიზის მფლობელი გახდა.


სოციალურ ქსელების მომხარებლები აცხადებენ, რომ ამგვარი ზედაპირული დამოკიდებულება მნიშვბელოვანი პრობლემისადმი და მისი სარეკლამო კამპანიის ნაწილად ქცევა, გამაღიზიანებელია.


მარკეტინგის სპეციალისტის მიკ ჯექსონის თქმით, Pepsi-ს რეკლამას აღნიშნული უარყოფითი გამოხმაურება იმიტომ არ მოჰყოლია, რომ სენსიტიურ თემას შეეხო, არამედ იმიტომ, რომ ამის სწორად გადმოცემა ვერ შეძლო. მისი თქმით, იდეა კარგი იყო, თუმცა სათანადოდ ვერ შესრულდა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ორიგინალ ფოტოზე ასახულმა მედდამ ისტორია შექმნა და შავკანიანებისთვის ძალადობის მებრძოლ სიმბოლოდ იქცა. ქენდალ ჯენერი კი თანამედროვე მოდელია, რომელიც პოპულარული მდიდარი ოჯახის გამო გახდა და მოღვაწეობის სფეროშიც მნიშვნელოვან და პატივსაცემ ფიგურას, ჯერჯერობით არ წარმოადგენს.


Twitter-ზე წერენ, რომ შეურაცხმყოფელია ფაქტი, რომ რევოლუციის მოსახდენად მხოლოდ Pepsi-ს ქილა და ქენდალ ჯენერია საკმარისი.




 

 

 

 

big_banner
არქივი