logo_geo
ინდონეზიაში მიწისძვრას 45 ადამიანი ემსხვერპლა
- +

16 იანვარი. 2021. 13:20

 

 

ინდონეზიაში კუნძულ სულავესიზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, გასულ ღამეს კუნძულზე განმეორებითი ბიძგები, ე.წ. „აფთერშოკი“ დაფიქსირდა.

 

გამოცემის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად კუნძულ სულავესიზე 820-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და 15 000 ადამიანი ევაკუირებული იქნა.

 

6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, სულავესის დასავლეთ ნაწილში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, თუმცა „აფთერშოკს“ არანაირი დაზიანება და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

Reuters-ის ცნობით, დაღუპულების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

 

 

https://report.ge/world/indoneziashi-mitsisdzvras-45-adamiani-emskhverpla/

 

 

big_banner
არქივი