logo_geo
მთვარეზე აღმართულმა ამერიკის დროშებმა დაშლა დაიწყო
- +

10 აპრილი. 2017. 23:50


 

 

ფოტოებმა დროს გაუძლო: აპოლოს მისიის სკაფანდრიანი ასტრონავტი ამაყად დგას ამერიკის დროშის წინაშე და მთვარის მარტოსულ სამყაროს ეუბნება, რომ „აქ ამერიკის შეერთებული შტატები იყო".

 

სამწუხაროდ, 1969-1972 წლებში ამერიკელთა მიერ მთვარეზე დატოვებული ექვსი დროშიდან დროს ყველამ ვერ გაუძლო.


2012 წელს, NASA-ს მთვარის დაზვერვის ორბიტერის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მინიმუმ ხუთი დროშა კვლავ ამაყად დგას. თუმცა, მეცნიერთა აზრით, ათწლეულების მანძილზე, მზის კაშკაშა სხივებმა მათი ემბლემური ფერები გაახუნა.


შედეგი? სავარაუდოდ, დროშები ამჟამად მთლიანად ძვლისფერი თეთრია. მეტიც, მათი მდგომარეობა შესაძლოა ბევრად უარესი იყოს.


ყველა დროშა კომპანია Annin Flagmakers-მა დაამზადა, აბრეშუმის ქსოვილისგან, NASA-ს თითო დროშა 5,5 $ დაუჯდა (ინფლაციის გამო ამჟამად 32 $). 


დედამიწის ზედაპირზე, ასეთ დროშებს მზის სხივები ახუნებს. ამის მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივებაა - ტალღის იგივე სიგრძე, რაც ნარუჯს იწვევს. ჩვენი პლანეტის ატმოსფერო მას ბოლომდე ვერ შთანთქავს.


მთვარეს არანაირი ატმოსფერო არ გააჩნია, რათა მზის გამოსხივება შთანთქას, კრატერების გარდა ჩრდილიც არსადაა.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ აპოლოს ასტრონავტების მიერ დატოვებული დროშები მუდმივად კაშკაშა მზის ქვეშაა და იღებს უფრო მეტ რადიაციას, რაც ორ კვირას გრძელდება (მთვარის ერთი დღე დედამიწის 28 დღეს უდრის).


2011 წლის ივლისში მთვარის მეცნიერი პოლ სპუდისი ჟურნალ Air&Space-ში წერდა:


„აპოლოს პროგრამის ფარგლებში, ჩვენმა ასტრონავტებმა მთვარეზე ამერიკის ექვსი დროშა დატოვეს. უკვე 40წელიწადზე მეტია, დროშები სრულად გამოსცდიან მთვარის გარემოს მთელ სისასტიკეს - 14-დღიან 100°C სიცხეს 14-დღიანი -150°C სიცივე და სიბნელე ცვლის.

 

თუმცა დროშების ქსოვილისთვის უფრო მეტად სახიფათოა ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება. დედამიწაზეც კი, ამ დროის მანძილზე ისინი გახუნდებოდა და დაიშლებოდა.

 

შესაბამისად, ამერიკის მიღწევის ეს სიმბოლოები როგორც ჩანს სასტიკი რადიაციის მსხვერპლი გახდა. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა უკვე ფიზიკური დაშლაც დაიწყო.

 

ამერიკას მთვარეზე კოსმოსური პროგრამა აღარ აქვს და მის ზედაპირზე აღარც ამერიკის დროშები იფრიალებს. როგორი ირონიულია".




დავბრუნდებით მთვარეზე?


NASA აქტიურად მუშაობს ღრმა კოსმოსში ასტრონავტთა გაშვებაზე, მაგრამ აღარ უბრუნდება მთვარეზე ასტრონავტების დასმის პროგრამას. სანაცვლოდ, კოსმოსური სააგენტო ასტრონავტების გაგზავნას 2033 წლისთვის მარსზე გეგმავს.


როგორც ჩანს, მთვარის მისია მთლიანად კერძო სექტორის იმედზე რჩება.


მაგალითად, 2018 წლისთვის, მთვარეზე ორი სამოქალაქო პირის გაგზავნას გეგმავს ელონ მასკი და მისი კომპანია SpaceX.


მარსის კოლონიზების სურვილითაა შეპყრობილი Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც სარაკეტო კომპანია Blue Origin-ს ფლობს.


ხუთი გუნდი იბრძვის კომპანია  Google-ის მიერ გამოცხადებულ შეჯიბრ Lunar XPRIZE-ში დაწესებული 20 $ მილიონისთვის. გამარჯვებულმა მთვარის ზედაპირზე რობოტი უნდა დასვას, რომელმაც უნდა გადაიღოს და დედამიწაზე გადმოსცეს მაღალი გარჩევადობის ვიდეოები.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი