logo_geo
მსოფლიოს უძველესი და მითიური ცივილიზაციები
- +

9 თებერვალი. 2021. 02:20

 

 

ცივილიზაცია შეგვიძლია ვუწოდოთ საზოგადოების განვითარების განსაზღვრულ ეტაპს, რომლისთვისაც საკუთარი სოციალური კლასები, დამწერლობა, ხელოვნება, ხელობა და სხვა სახის საქმიანობა არის დამახასიათებელი. ისტორიკოსების აზრით, უძველეს ცივილიზაციებში უამრავი საიდუმლოა დაფარული და ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ამოუხსნელია.



მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციები

 

კვლევის შედეგების მიხედვით, პირველი ცივილიზაციების წარმოქმნა აზიის, აფრიკის და ევროპის ტერიტორიებზე, რამდენიმე ათასწლეულის წინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცივილიზაციების ფორმირება სხვადასხვა დროში და ეპოქაში ხდებოდა, მათი განვითარების პროცესში ბევრი რამ საერთო იყო და სწორედ ეს საერთო ხაზი გახდა კაცობრიობის პროგრესის და კულტურული განვითარების პლაცდარმი.

 

შუმერების ცივილიზაცია

image

 

ისტორიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ მესოპოტამიაში 6 ათასი წლის წინ გაჩენილი შუმერების ცივილიზაცია პირველი იყო დედამიწაზე არსებულ ცივილიზაციებს შორის. ამ ცივილიზაციასთან დაკავშირებით, შემდეგი ფაქტების აღმოჩენა მოხერხდა:

1. შუმერები – პირველები იყვნენ დედამიწაზე, რომლებმაც იცოდნენ თვლის პოზიციური სისტემა (ციფრის წონა – 1, 2, 3...) და ფიბონაჩის ციფრები.

2. ამ ხალხის ლეგენდებში მზის სისტემის აგებულების უძველესი აღწერილობაა მოცემული.

3. შუმერულ ხელნაწერებში მითითებულია, რომ პირველი ადამიანები, გენური ინჟინერიის წყალობით, დაახლოებით, 3 ათასი წლის წინ იყვნენ შექმნილები.

4. მათ განვითარებული სახელმწიფო წყობა ჰქონდათ: სასამართლო, მართვის სხვადასხვა ორგანოები, რომლის ფორმირება არჩევნების გზით ხდებოდა.

5. შუმერების ცივილიზაცია, სამხ. მესოპოტამიაში, 2 ათასი წლის მანძილზე (ძვ. წ. აღრ. V-III ათასწლეული) არსებობდა.

 

მაიას ცივილიზაცია

image

 

იდუმალი ცივილიზაციებიდან ერთ-ერთი, რომელიც თავისი არსებობით დღესაც თავს გვახსენებს – მაია არის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მათ მიერ შექმნილი მხოლოდ კალენდარი რად ღირს?! ცივილიზაციის კვლევა დღემდე გრძელდება და მეცნიერებმა გარკვეული ინფორმაციის მიღება უკვე შეძლეს:

1. ცივილიზაცია დახელოვნებული იყო ქვის ქალაქების და პირამიდების მშენებლობაში. ქალაქების უმრავლესობა აშენებულია მისი აყვავების ხანაში – 250-900 წწ-ში და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ მექსიკის და ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე, ეს ხალხები ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის დასაწყისიდან ცხოვრობდნენ, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას: მოჰყავდათ გოგრა, ბამბა, ხილი, პარკოსნები და სხვა. მოიპოვებდნენ მარილს.

2. ამ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რელიგია, ხოლო ღმერთებისთვის თაყვანისცემა გაკულტებული ჰქონდათ. ამასთან, მაია და ინდიელთა სხვა ცივილიზაციები ღმერთებს მხოლოდ ცხოველებს კი არა, ადამიანებსაც სწირავდნენ.

3. ეს ცივილიზაცია წარმოუდგენლად დიდ ცოდნას ფლობდა ასტრონომიაში, რაც ზემოთ ხსენებული, კალენდრის შექმნით დასტურდება.

 

ინკების ცივილიზაცია

image

 

ამერიკულ ცივილიზაციებს შორის, ტერიტორიის ყველაზე დიდი ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით, ინკების იმპერია გამოირჩევა. ისტორიკოსების წყალობით, ამ ცივილიზაციის შესახებ, უკვე ბევრი რამ არის ცნობილი:

1. ინკების იმპერიის ისტორია XI საუკუნიდან იწყება, ხოლო ვინ იყვნენ მათი წინაპრები ან საიდან მოვიდნენ, ცნობილი არ არის. მეცნიერთა ერთი ნაწილი მათ ადრეული ანდური ცივილიზაციის – მაგ., პარაკასის (ძვ. წ. აღრ. VII - I სს.) და ნასკას (ძვ. წ. აღრ. II- ახ. წ. აღრ. IV სს) შთამომავლებად მიიჩნევს.

2. კვლევამ აჩვენა, რომ ინკების იმპერია ადმინისტრაციულ ერთეულებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანში ეკონომიკის რომელიმე ან ერთდროულად, რამდენიმე დარგი იყო განვითარებული.

3. ზუსტად არის ცნობილი, რომ იმპერიაში არ არსებობდა კორუპცია და ისეთი დანაშაული, როგორიც მკვლელობა და ქურდობა არის.

4. ინკებს ზომა-წონის საკუთარი სისტემა, კალენდარი, არქიტექტურა და მუსიკალური კულტურა ჰქონდათ. უცნაური და უნიკალური იყო მათი დამწერლობაც. კაპუ – კვანძოვანი დამწერლობაა, რომლის გამოყენებით, ბაწარზე მიმაგრებული ძაფებით და კვანძების კომბინაციით, ნებისმიერი სახის ტექსტის აწყობა და საბუღალტრო მონაცემების თუ გადასახადების დაანგარიშება შეიძლებოდა.

5. იმპერიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 5-7 ათასი საფოსტო სადგური იყო, რაც ძველ ცივილიზაციებში არც ისე ხშირად გვხვდება.

 

აცტეკების ცივილიზაცია

image

 

მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინდიელ ხალხებს შორის დღეს ყველაზე მრავალრიცხოვანი აცტეკები არიან (დაახლოებით, 1, 5 მლნ.). ისინი ამ მიწებზე XII-XIII სს-ში დასახლდნენ. ხოლო, მიგრაციამდე, კონტინენტის ჩრდ. ნაწილში, დღევანდელი აშშ-ს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მათი ცივილიზაციის შესახებ კი, შემდეგი ფაქტებია ცნობილი:

1. აცტეკები გატაცებულები იყვნენ სპორტით და ხელოვნებით. დღემდე შემორჩენილია მათ მიერ შექმნილი სკულპტურები და ჭურჭლის ნაკეთობები. კარგად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობაც და ვაჭრობა (საქონლის გაცვლა-გამოცვლა).

2. ამ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო განათლება და ბავშვები ცოდნას მხოლოდ საკუთარი მშობლებისგან კი არა, სკოლებში იღებდნენ.

3. აცტეკების პიქტოგრამული დამწერლობა ჰქონდათ, იეროგლიფების ელემენტებით. ამასთან, ძალიან უყვარდათ ყველაფრის დოკუმენტირება: იწერდნენ ისტორიულ ფაქტებს, ადგენდნენ რელიგიურ და საკანონმდებლო ტექსტებს და მას «კოდექსს» ეძახდნენ, რაც თარგმანში – «ხის ნაჭერს» ნიშნავს. აცტეკები ქაღალდს ხის ქერქისგან აკეთებდნენ (აცილებდნენ უხეშ ნაწილს, რეცხავდნენ, ქვით ათხელებდნენ, თაბაშირით გრუნტავდნენ და აპრიალებდნენ) და სახელიც აქედან მოდის.

5. მამაკაცებისთვის დაშვებული იყო პოლიგამია (მრავალცოლიანობა), ხოლო ღარიბი ოჯახები საკუთარ შვილებს მონობაში ჰყიდიდნენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

 

შუამდინარეთის ცივილიზაცია (ძველი მესოპოტამია)

image

 

მესოპოტამია – ბერძნული ტერმინია და რადგან ტერიტორია ორ მდინარეს: ევფრატსა და ტიგროს შორის მოქცეულ დაბლობს მოიცავს, მას შუამდინარეთსაც უწოდებენ. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ რეგიონის სამხრეთ ნაწილის პირველი მკვიდრები შუმერები (ძვ. წ. აღრ. IV – III ათასწლეული) იყვნენ, მაგრამ რეალურად, ეს მიწები, მათ გამოჩენამდე, სხვა ტომებით იყო დასახლებული.

1. ძველი ცივილიზაციის არტიფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ მესოპოტამიის ტერიტორიაზე რამდენიმე მსხვილი დასახლების პუნქტი იყო.

2. მესოპოტამიის მოსახლეობა რელიგიური იყო და მაგიური რიტუალებიც ფართოდ გამოიყენებოდა.

3. იმ პერიოდში, მესოპოტამიის ცივილიზაციას, დამწერლობის გარდა, ცივილიზაციის ყველა მახასიათებელი ჰქონდა. ხოლო, ამ მიწაზე შუმერების დასახლების შემდეგ, დამწერლობაც გაჩნდა.

 

ბაბილონი

image

 

ქალაქი სახელმწიფო, ისტორიული აქადის ტერიტორიაზე, შუმერული წყაროების მიხედვით, ძვ. წ. აღრ. XXIV-XXI სს-ში პროვინციის ცენტრი იყო, ხოლო II ათასწლეულის დასაწყისიდან, ბაბილონის სამეფოს ცენტრი გახდა. ამ ცივილიზაციის ყველა საიდუმლო ამოხსნილი არ არის. მაგრამ, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოპოვება შეძლეს:

1. ბაბილონში კარგად იყო განვითარებული ვაჭრობა. ხოლო, ადგილობრივების მიერ შექმნი პროდუქცია, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სამეფოს საზღვრებს გარეთაც. ეს ქალაქი, უძველეს დროში, «მოდის ფუძემდებლად» ითვლებოდა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი არასწორ დიაგნოზს სვამდა, ხელს აჭრიდნენ. ხოლო, მეძავობა, პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა.

3. ბაბილონში ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად დაკიდებული ბაღები ითვლება, რომელიც ერთ-ერთია 7 საოცრებას შორის.

4. მათი მშენებლობის ტექნოლოგია წარმოუდგენელი ნაგებობების შექმნის საშუალებას იძლეოდა და ამის მტკიცებულებად, მხოლოდ ბაბილონის გოდოლის მაგალითიც საკმარისი იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი