logo_geo
იაპონელები დედამიწის ქერქს ბოლომდე გაბურღავენ
- +

11 აპრილი. 2017. 22:20



იაპონიის საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცეტრმა (JAMSTEC) განაცხადა, რომ, ისტორიაში პირველად, დედამიწის ქერქის მანტიამდე გაბურღვას აპირებენ. მკვლევრები გეგმავენ გეოლოგიური საფარიდან ნიმუშების აღებას, რომლის პირდაპირი შესწავლა აქამდე შეუძლებელი იყო. ამის შესახებ გამოცემა Gizmodo წერს.


ამ მიზნისთვის, გეოლოგიური დაზვერვის საბურღ გემს Chikyū-ის გამოიყენებენ. მას ათი ათას მეტრიანი სვეტი აქვს, რომელიც ძალიან ღრმა ჭაბურღილის შექმნის საშუალებას მისცემს. ჩანაფიქრის მიხედვით, ბურღმა უნდა გადალახოს 4 კილომეტრი ზედაპირი ოკეანის ფსკერამდე და შემდეგ 6-კილომეტრიანი მიწის ქერქი.


პროექტის დაწყებამდე, მეცნიერებს სურთ საბურღი ტერიტორიის შერჩევა. ერთ-ერთი მათგანი ჩრდილო-აღმოსავლეთით ჰავაის კუნძულებია. სექტემბერში გეოლოგები, სეისმური ტალღების დახმარებით, იქაურ ქერქის სტრუქტურას შეისწავლიან. ექსპერტების შეფასებით, საბურღი ოპერაციის დაწყების ყველაზე გვიანი თარიღი, 2030 წელია.


მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მანტიის შესწავლით, უფრო სრულყოფილი გახდება მიწისძვრის პროგნოზირების სისტემა. გარდა ამისა, გეოლოგები უკეთესად დაადგენენ მოხოროვიჩიჩის ზედაპირის თვისებებს, რომელიც დედამიწის ქერქსა და მანტიას შორის მდებარეობს. 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი