logo_geo
დონალდ ტრამპის ვაჟი: სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილება მამამ ივანკას გავლენით მიიღო
- +

12 აპრილი. 2017. 01:24



აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟი ერიკ ტრამპი „ტელეგრაფთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სირიის სამხედრო ბაზაზე რაკეტებით თავდასხმის გადაწყვეტილება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, ქალიშვილის, ივანკა ტრამპის გავლენით მიიღო.


„ივანკა სამი შვილის დედაა, ის შეძრა მომხდარმა და დარწმუნებული ვარ, მან უთხრა მამას: შეხედე, ეს საშინელებაა!" - განაცხადა ერიკ ტრამპმა.


მისი თქმით, მამამისზე და ივანკაზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა იმ კადრებმა, რაც გავრცელდა ქიმიური დაბომბვის შემდეგ, რის შედეგადაც, 70-მდე ადამიანი დაიღუპა და მათ შორის ბავშვებიც იყვნენ.


„არ არსებობს მსოფლიოში ნორმალური ადამიანი, რომელზეც შთაბეჭდილებას არ იქონიებდა ის კადრები, თუ როგორ რეცხდნენ წყლიანი შლანგით ბავშვებს, რომლებსაც კანი ეწვოდათ. ყველა შოკირებულია მომხდარით", - ამბობს ერიკ ტრამპი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი