logo_geo
„თავდასხმის ობიექტები ამიერიდან სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები იქნებიან“ - საგანგაშო წერილი
- +

12 აპრილი. 2017. 13:18



დორტმუნდში, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ისლამისტური კვალის არსებობას სწავლობს.


გამოცემა „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, აფეთქების ადგილას ნაპოვნი წერილობითი შეტყობინება იწყება სიტყვებით - „გულმოწყალე ალაჰის სახელით".


წერილში ასევე ნახსენებია ბერლინში 2016 წლის დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტი და ის ფაქტი, რომ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები „ტორნადო" სირიაში „ისლამური სახელმწიფოს" მუსლიმების მკვლელობაში მონაწილეობენ.


ინციდენტის ადგილას ნაპოვნ წერილში აღნიშნულია, რომ „ამიერიდან სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები გერმანიაში და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში „ისლამური სახელმწიფოს" სალიკვიდაციო სიაში იქნებიან".


წერილის ავტორები აცხადებენ, რომ მანამ იმოქმედებენ, ვიდრე სირიიდან გერმანულ „ტორნადოებს" არ გამოიყვანენ და გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზა „რამშტაინი" არ დაიხურება".


გამოძიებაში მონაწილე ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა ნაადრევია.


გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსია დორტმუნდის" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.




 

big_banner
არქივი