logo_geo
კანადაში ჰოკეის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩაატარეს, რომელიც 252 საათს გრძელდებოდა
- +

16 თებერვალი. 2021. 23:29

 

 

კანადაში ჰოკეის მატჩის ხანგრძლივობის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CBC იტყობინება.

 

40 მოყვარული სპორტსმენი ქალაქ ედომონტონიდან ორ გუნდად დაიყვნენ: „იმედი“ (Team Hope) და „განკურნება“ (Team Cure). ისინი ერთმანეთს ღია მოედანზე 252 საათის განმავლობაში ეთამაშებოდნენ. მატჩი 4 თებერვალს დაიწყო და 15 თებერვალს დასრულდა. გამარჯვება „იმედმა“ მოიპოვა, რომელმაც მოწინააღმდეგე ანგარიშით 2649:2528 დასრულდა.

 

სპორტსმენები თამაშს ღამითაც არ წყვეტდნენ, იმის მიუხედავად, რომ ჰაერის ტემპერატურა -55 გრადუსი იყო. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა, მისი ტრანსლაცია Youtube-ზე იყო ხელმისაწვდომი. თამაშის დასრულება ფოიერვერკით აღნიშნეს.

 

ასეთი ღონისძიება კანადაში უკვე მეშვიდედ ტარდება. მისი ავტორი ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდის „ედმონტონ ოილერსის“ ექიმი ბრენ საიკია. მატჩები საქველმოქმედოა. წელს მონაწილეებმა 1,8 მილიონი დოლარი შეაგროვეს, რომელსაც ალბერტას უნივერსიტეტის ონკოლოგიურ დაავადებებთან კვლევის ფონდს გადაურიცხავენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი