logo_geo
მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში ჭუჭყიანი ზეწარი გამოფინა!
- +

13 აპრილი. 2017. 02:27


 

„მე მინდ დავიწყო ამით, ამაშიც თავისი აზრი დევს", - ამ სიტყვებით და სტუდიაში ზეწრის გაფენით ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და ახლა უკვე უკრაინული ტელემაუწყებლობა ZIK-ის თოქ-შოუ "Наша Україна"-ს წამყვანმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მეორე გადაცემა დაიწყო.


„მე მინდ დავიწყო ამით, ამაშიც თავისი აზრი დევს. მე ბევრს დავდივრ რეგიონებში და არ მინდა იფიქროთ, თითქოს იქედან ჩამომაქვს ასეთი სუვენირები. თუმცა, გაცილებით სასიამოვნო სუვენირების ჩამოტანა ნამდვილად შეიძლება უკრაინის რეგიონებიდან. მაგრამ, მე ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რას უკვშირდება ეს. სინამდვილეში, მე ამ ყველაფერმა შოკში ჩამაგდო და ვფიქრობ, შოკში ჩაგაგდებთ თქვენც" - განაცხადა გადაცემის დაწყებისას მიხეილ სააკაშვილმა.


გადაცემის მსვლელობისას მან ამ ზეწრის დანიშნულებაც ახსნა და სიუჟეტიც მიუძღვნა. სიუჟეტის თანახმად, უკრაინის ერთ-ერთ სოფელში, ხელისუფლების გულგრილობისა და უყურადღებობის გამო ადამიანები მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ერთ-ერთ მიზეზად ქარხნის გამონაბოლქვი დაასახელეს, რომლის გამოც, ადგილობრივების თქმით, თოვლიც კი გაშავებულია.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი