logo_geo
ნიკოლას მადურომ ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა
- +

25 თებერვალი. 2021. 11:54

 

ვენესუელას ლიდერმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირთან გარიგებებზე არ წავა, თუ გაერთიანება სასანქციო პოლიტიკას არ შეცვლის.

 

მადურო ვენესუელაში ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ვენესუელასთან დაკავშირებით სასანქციო სია გააფართოვა და მასში მაღალჩინოსანი სამხედროები და პარლამენტის ახალი შემადგენლობის წევრები შეიყვანა.

 

22 თებერვალს ევროკავშირმა ვენესუელას ხელისუფლების 19 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა. მათ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი