logo_geo
პაკისტანელი პოლიციელები დამნაშავეებს გორგოლაჭებით დაედევნებიან
- +

25 თებერვალი. 2021. 14:18

 

პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში პოლიციის რაზმი გამოჩნდა, რომელიც ქუჩებში გორგოლაჭებით გადაადგილდება. ასეთი ინოვაცია სამართალდამცავებს დანაშაულზე სწრაფად რეაგირებაში დაეხმარებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცება „Dawn“ ავრცელებს.

 

„ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური მიდგომა“, - განმარტა ახალი სამმართველოს უფროსმა, ფარუხა ალიმ.

 

მისი აზრით, გორგოლაჭები პოლიციელებს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაედევნონ კრიმინალებს, რომლებიც მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან 20-მილიონიან ქალაქში.

 

თავდაპირველად, გორგოლაჭებით მხოლოდ 20 პოლიციელი მოახდენს პატრულირებას. ისინი ამჟამად ინტენსიურ ტრენინგს გადიან და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას სწავლობენ. მათი სამსახური ოფიციალურად შემდეგ თვეში დაიწყება,

big_banner
არქივი