logo_geo
ილჰამ ალიევი: თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის თაობაზე თურქულ მხარესთან შეთანხმებას მივაღწიეთ
- +

26 თებერვალი. 2021. 20:37

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთთან იარაღის შეძენის შესახებ ახალი კონტრაქტები გააფორმა.

 

„ომის დროს მთელმა მსოფლიომ დაინახა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის პროდუქციის ხარისხი. უნდა განვაცხადო, რომ ხელი მოვაწერეთ ახალ კონტრაქტებს. თურქულ მხარესთან შეთანხმებას მივაღწიეთ თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის თაობაზე. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს სამხედრო სიძლიერეს“, - განაცხადა ალიევმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი