logo_geo
ბილ გეითსი: არ ვაპირებ პირბადის მოხსნას, ვიქნები ყურადღებით ადამიანებთან, რომლებსაც ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებიათ
- +

27 თებერვალი. 2021. 02:44

 

 

კომპანია „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელი ბილ გეითსი აცხადებს, რომ იმუნიტეტის მიუხედავად, მაინც არ აპირებს პირბადის მოხსნას. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

 

ბილ გეითსმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა. ამის მიუხედავად, გეითსი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების დაცვას აპირებს.

 

„მინდა, კარგი მაგალითი ვიყო სხვებისთვის. არ ვაპირებ პირბადის მოხსნას, ვიქნები ყურადღებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა გეითსმა.

 

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღეს, მოუწოდებს, მაინც ატარონ პირბადე, ყურადღება მიაქციონ ხელების ჰიგიენას და დაიცვან სოციალური დისტანცია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი