logo_geo
დაღესტანში ძიუდოს ტურნირი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
- +

28 თებერვალი. 2021. 15:59

 

 

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ძიუდოს ტურნირი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ოს და დაღესტნელ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ასპარეზობა დაღესტნელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

 

ხელჩართულ ჩხუბში ძიუდოისტებიც ჩაერთვნენ, რის შემდეგაც ტატამზე მაყურებლები შეიჭრნენ. ჩხუბისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი