logo_geo
დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა
- +

1 მარტი. 2021. 02:47

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა.

 

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ გამანადგურებლად დამარცხდებიან და ოთხ წელიწადში თეთრ სახლსაც წააგებენ. მათ უკვე დაკარგეს თეთრი სახლი. ვინ იცის, „დემოკრატების“ მესამედ დამარცხება შეიძლება გადავწყვიტო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს.

 

„ახალ პარტიებს არ ვქმნით. „რესპუბლიკური“ პარტია გვაქვს და ჩვენი პარტია კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი