logo_geo
ტაილანდში პრემიერის რეზიდენციასთან შეტაკებისას 33 პირი დაშავდა
- +

1 მარტი. 2021. 12:09

 

ტაილანდში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე 33 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 23 პოლიციელი და 10 აქციის მონაწილეა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი პოლიციელი, გულის შეტევის შედეგად, კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა.

 

სამართალდამცავებმა აქციის 22 მონაწილე დააკავეს. მათ საგანგებო მდგომარეობისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონების დარღვევას და დარბევას წაუყენებენ ბრალად.

 

დაპირისპირება პრემიერის რეზიდენციასთან მოხდა.

 

ტაილანდში საპროტესტო აქცია გამარჯვების მონუმენტთან დაიწყო. აქციის მონაწილეები პრემიერ- მინისტრის რეზიდენციისკენ დაიძრნენ, რომელიც მათ მანამდე მავთულხლართებით შემოსაზღვრეს. აქტივისტები პრემიერი გადადგომას, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მონარქიის რეფორმირებას ითხოვენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი