„ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, ქვეყანაში პირველი ადამიანია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა“, - ამის შესახებ Anadolu წერს.
ქვეყანაში, რომელიც კოვიდპანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, ვაქცინაცია დღეიდან იწყება. ქვეყნის პრემიერი ნიუ დელის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტში აიცრა.
„ხაზგასასმელია, თუ როგორ იმუშავეს ჩვენმა ექიმებმა და მეცნიერებმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ. მოდით, ერთად ვიხსნათ ინდოეთი კორონავირუსისგან“, - დაწერა ქვეყნის პრემიერმა აცრის შემდეგ „ტვიტერის“ გვერდზე.
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11 მილიონს აჭარბებს. ვირუსს 157 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.