logo_geo
ინდოეთში კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა ქვეყნის პრემიერმა მიიღო
- +

1 მარტი. 2021. 12:49

 

„ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, ქვეყანაში პირველი ადამიანია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა“, - ამის შესახებ Anadolu წერს.

 

ქვეყანაში, რომელიც კოვიდპანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, ვაქცინაცია დღეიდან იწყება. ქვეყნის პრემიერი ნიუ დელის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტში აიცრა.

 

„ხაზგასასმელია, თუ როგორ იმუშავეს ჩვენმა ექიმებმა და მეცნიერებმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ. მოდით, ერთად ვიხსნათ ინდოეთი კორონავირუსისგან“, - დაწერა ქვეყნის პრემიერმა აცრის შემდეგ „ტვიტერის“ გვერდზე.

 

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11 მილიონს აჭარბებს. ვირუსს 157 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი