logo_geo
კოვიდ-სიტუაციის გაუარესების გამო, ფინეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- +

1 მარტი. 2021. 16:35

 

კოვიდ-სიტუაციის გაუარესების გამო, ფინეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

გასულ კვირას, ფინეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

საგანგებო მდგომარეობის შემოღება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ინფექციური დაავადებების შესახებ კანონის თანახმად, რესტორნების დახურვა შეუძლებელი იყო.

 

საგანგებო მდგომარეობის შემოღება მთავრობას ასევე აძლევს შესაძლებლობას, სკოლები დახუროს და რეგიონებს შორის გადაადგილება შეზღუდოს.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ფინეთში კორონავირუსის 58 064 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 742 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი