logo_geo
მოლდოვამ „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო
- +

5 მარტი. 2021. 14:14

 

„მოლდოვა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც „კოვაქსის“ ინიციატივის საშუალებით კოვიდ-19-ის ვაქცინები მიიღო“, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

მისი თქმით, ვაქცინის პირველი 14 400 დოზა ქვეყანაში წუხელ ჩავიდა.

 

მაია სანდუ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობას უხდის ევროკავშირის ქვეყნებს, ევროკომისიას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, „იუნისეფს“, აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს, კანადასა და იაპონიას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი