logo_geo
უკრაინამ ჩინური „Sinovac“-ის ვაქცინა დაამტკიცა
- +

9 მარტი. 2021. 18:58

 

 

„უკრაინამ ჩინური კომპანია „Sinovac“-ის მიერ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა,“ - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

 

მედიის ინფორმაციით, Sinovac ერთ-ერთ პარტნიორს, უკრაინულ ფარმაცევტულ კომპანია Lekhim-სა და ვაქცინის მწარმოებელს შეთანხმება აქვთ გაფორმებული, რომლის თანახმადაც, უკრაინა Sinovac ვაქცინის 5 მილიონ დოზას მიიღებს.

 

უკრაინამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს დაიწყო და დღემდე ვაქცინის პირველი დოზა 19 118 ადამიანს აქვს გაკეთებული.

 

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა დღეს შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ გამოჩენის გამო და რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებებს ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

 

ცნობისათვის, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში კოვიდ-19-ის 1.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 27 204 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი