logo_geo
გაერთიანებულ სამეფოში ბაშარ ალ-ასადის მეუღლის მიმართ გამოძიება დაიწყო
- +

15 მარტი. 2021. 13:40

 

გაერთიანებულ სამეფოში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მეუღლის, ასმა ალ-ასადის მიმართ გამოძიება დაიწყო.

 

მედიის ინფორმაციით, ასმა ალ-ასადს ბრალი ტერორიზმის წაქეზებასა და ხელის შეწყობაში ედება. ახლა ლონდონის პოლიციამ უნდა დაადგინოს, გაგრძელდება თუ არა გამოძიება უფრო მაღალ დონეზე. აღსანიშნავია, რომ ასმა ასადი ლონდონში დაიბადა და მას დიდი ბრიტანეთისა და სირიის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამეფოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი