logo_geo
„Le Parisien“: ფრანგმა მამაკაცმა ცოლის მოსაკლავად ქართველები დაიქირავა
- +

21 მარტი. 2021. 11:38

 

საფრანგეთის პროკურატურამ ქართული წარმოშობის სამი მამაკაცი შეკვეთილ მკვლელობაში ამხილა.

 

„Le Parisien“-ის ცნობით, ოთხი შვილის დედა თვეზე მეტი დაკარგული იყო.

 

მისი ცხედარი რენეს მახლობლად, პარასკევს, 19 მარტს იპოვნეს.

 

42 წლის მაგალი ბლანდინის მკვლელობის შეკვეთისთვის პროკურატურამ ბრალი მის მეუღლეს ჯერემი გ-ს წარუდგინა, რომელთანაც ქალი განქორწინების პროცესში იყო. ასევე ბრალი წარედგინა სამ ქართველ ეჭვმიტანილს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი