logo_geo
ვაქცინამ ისრაელი გადაარჩინა! - აი, რა ხდება თელ-ავივის ქუჩებში
- +

21 მარტი. 2021. 17:05

 

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

 

ისრაელმა უკვე თითქმის სრულად გახსნა რესტორნები, ბარები, კომერციული დაწესებულებები.

 

ახლა, როდესაც ისრაელის დაახლოებით 9-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 60%-მა მიიღო COVID-19 ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოს აჩვენებს მაგალითს, თუ როგორ უნდა გადაარჩინოს საკუთარი სახელმწიფო, დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და ეკონომიკა.

 

ისრაელმა მასობრივი ვაქცინაცია შთამბეჭდავი ტემპით დაიწყო და ძირითადად, „Pfizer-BioNTech“-ს ვაქცინით პირველ ორ კვირაში მოსახლეობის 10%-ზე მეტი აცრა.

 

ასევე, ისრაელი მსოფლიოს ლიდერ ქვეყნად გამოაცხადეს ერთ სულ მოსახლეზე ვაქცინაციის რაოდენობის მხრივ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი