logo_geo
აშშ-ში, კოლორადოს შტატის სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი მოკლა
- +

23 მარტი. 2021. 11:15

 

„აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში სუპერმარკეტში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 10 ადამიანი მოკლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

 

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელიცაა. სამართალდამცავებმა სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც დაშავებულია.

 

შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე King Soopers-ის სუპერმარკეტში მოხდა.

 

სროლის ამსახველი კადრების ნაწილი თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გაავრცელეს.

 

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

 

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი