logo_geo
დონალდ ტრამპი: ამერიკაში თავისუფალი პრესა აღარ არსებობს
- +

23 მარტი. 2021. 11:24

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში თავისუფალი პრესა აღარ არსებობს. მისი თქმით, აშშ-ის საზღვართან არსებულ კრიზისს მედია სათანადოდ არ აშუქებს.

 

„ის, რაც საზღვრებთან ხდება, სერიოზული ამბავია. მედია კი ამას ან არ აშუქებს, ან მცირე დოზით აკეთებს ამას. თუ „დემოკრატებისთვის“ რამე ცუდი ხდება, მედია ამას არ აშუქებს“, -განაცხადა ტრამპმა.

 

ყოფილმა პრეზიდენტმა ასეთი მედიასაშუალებების მაგალითებად ტელეკომპანიები NBC, ABC, CBS, CNN და MSNBC მოიყვანა. იქამდე კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის.

 

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელებში ორ-სამ თვეში დაბრუნდება, თუმცა, თავისი ახალი პლატფორმით, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის და ათობით მილიონ ადამიანს მიიზიდავს.

 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპი „ტვიტერს“ აქტიურად იყენებდა, თუმცა სოციალურმა ქსელმა ტრამპის განცხადებები დეზინფორმაციად ჩათვალა და ანგარიში წაუშალა. ტრამპის ანგარიში ასევე გააუქმა „ფეისბუქმა“ და „იუთუბმა“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი