logo_geo
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

23 მარტი. 2021. 12:51

 

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 2019 წლის 9 აპრილიდან ეს უკვე რიგით მეოთხე არჩევნებია.

 

არჩევნებში გამარჯვებული პარტიები მთავრობის დაკომპლექტებას შეეცდებიან, რისთვისაც ქნესეთში 120-დან 61 მანდატის მოპოვება იქნება საჭირო.

 

ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 2020 წლის 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მოწინააღმდეგის, ბენი განცის პარტიებმა ხმათა 25-25% მიიღეს, რამაც მთავრობის ფორმირება შეაფერხა. ნეთანიაჰუ და განცი როტაციული მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი