logo_geo
დონალდ ტრამპს ელისაბედ მეორის ეტლით გასეირნება უნდა
- +

16 აპრილი. 2017. 13:33




The Sunday Times-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, ლონდონში ქუჩებში დედოფალ ელისაბედ მეორის ოქროს ეტლით სურს გასეირნება.


თეთრ სახლში ამბობენ, რომ დედოფალთან ერთად ლონდონში გასეირნება ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილია. თავის მხრივ, ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, ასეთი სახის ღონისძიებები უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების დაცვას ითხოვს. კერძოდ, ეტლში დაჯავშნული შუშები უნდა ჩასვან.


შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება. თებერვალში, აშშ-ის პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის გამო დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციები გაიმართა. ამ ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით პეტიციაც შედგა, რომელსაც მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი.


 

big_banner
არქივი