logo_geo
ტილოზე შესრულებული ყველაზე დიდი ნახატი 62 მილიონ დოლარად გაიყიდა
- +

24 მარტი. 2021. 15:56

 

ტილოზე შესრულებული ყველაზე დიდი ნახატი „კაცობრიობის მოგზაურობა“ დუბაიში გამართულ აუქციონზე 62 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ გამოცემა „Khaleej Times“ წერს.

 

ბრიტანელი მხატვარი საშა ჯაფრი ნახატზე 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. „კაცობრიობის მოგზაურობა“ ორი საფეხბურთო მოედნის ზომისაა. თავდაპირველად ნახატის 70 ნაწილად დაყოფა და ცალ-ცალკე, 6 აუქციონზე გაყიდვა იგეგმებოდა.

 

ნახატის გაყიდვიდან მიღებულ თანხას მხატვარი ქველმოქმედებას მოახმარს. „კაცობრიობის მოგზაურობა“ კრიპტოვალუტების სფეროში მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელმა ანდრე აბდუნმა შეიძინა.

 

https://imedinews.ge/ge/kultura/193511/tiloze-shesrulebuli-kvelaze-didi-nakhati-62-milion-dolarad-gaikida-video

 

big_banner
არქივი