„აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 249 492 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3 404 ადამიანი.
აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა. 23 მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანში ვაქცინაცია 494 403 ადამიანს ჩაუტარდა.