logo_geo
აზერბაიჯანში, კორონავირუსის 1 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა
- +

24 მარტი. 2021. 18:41

 

„აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 249 492 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3 404 ადამიანი.

 

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა. 23 მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანში ვაქცინაცია 494 403 ადამიანს ჩაუტარდა.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/648161-azerbaijanshi-koronavirusis-1-185-axali-shemtxveva-gamovlinda-20-adamiani-gardaicvala

 

big_banner
არქივი