logo_geo
უნგრელი პარაშუტისტი ქარმა უკრაინაში ჩააგდო
- +

16 აპრილი. 2017. 16:52




უკრაინელმა მესაზღვრეებმა დააკავეს უნგრეთის მოქალაქე, რომელმაც შაბათს, პარაშუტით უკანონოდ გადაკვეთა ორი ქვეყნის საზღვარი. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

 

„უცხოელმა განაცხადა, რომ საზღვრის უკანონო დარღვევას არ აპირებდა. ის დიდი ხანია საპარაშუტო სპორტით არის დაკავებული და ამ შემთხვევაში, ქარის ძალას ვერ გაუმკლავდა", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.


საზღვრის დამრღვევი პარაშუტისტი უნგრეთის სასაზღვრო პოლოციას გადასცეს.


გასული წლის ივლისში მსგავსი ინციდენტი მოხდა კანადა-აშშ-ს საზღვარზე. მაშინ დააკავეს რამდენიმე კანადელი, რომლებმაც აშშ-ის საზღვარი შემთხვევით Pokemon Go-ს თამაშის დროს გადაკვეთეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი