„ბელგიაში, კორონავირუსის მესამე ტალღის პრევენციის მიზნით „ლოქდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხვალიდან ბელგიაში სკოლები, არასასურსათო მაღაზიები და სილამაზის სალონები 4 კვირით იხურება.
პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტი“ ქვეყანაში დომინანტური გახდა და საავადმყოფოებში კოვოდ-პაციენტების რაოდენობის გაორმაგება გამოიწვია.
ცნობისათვის, ბელგიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ-19-ით ინფიცირების 849 090 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს დღემდე 22 786 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.