logo_geo
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 094 და გარდაცვალების 16 შემთხვევა დაფიქსირდა
- +

27 მარტი. 2021. 11:28

 

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 094 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 16 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 189 540 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში დღემდე ვირუსს 3 450 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 170 903-ია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი