logo_geo
ირანმა და ჩინეთმა 25 წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
- +

27 მარტი. 2021. 18:39

 

ირანმა და ჩინეთმა 25 წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი თეირანში ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

 

„ირანთან ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს ამჟამინდელი ვითარება. არამედ ის იქნება მუდმივი და სტრატეგიული“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.

 

დოკუმენტზე ხელმოწერამდე ჩინეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანს შეხვდა.

 

როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ხატიბზადემ განმარტა, ეს დოკუმენტი წარმოადგენს გზამკვლევს სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო თანამშრომლობისთვის, მასში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ორივე მხარის კერძო სექტორზე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი