logo_geo
ვლადიმირ პუტინი რუსეთის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა
- +

2 აპრილი. 2021. 17:27

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოსახლეობისთვის ყველაზე სექსუალური მამაკაცია.

 

Superjob.ru-ს მიერ, 2 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 18% და ქალების 17% ვლადიმირ პუტინს რუსეთის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნევს.

 

68 წლის მარტოხელა პუტინი ერთადერთი კაცია, რომელმაც ღია გამოკითხვით ხმების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი მიიღო.

 

„წინა წლის გამოკითხვიდან 1%-იანი ვარდნის მიუხედავად, ქვეყნის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი რუსებისთვის კვლავ ვლადიმირ პუტინია. მას კონკურენციას ვერც ათლეტები უწევენ და ვერც პოლიტიკოსები“, – აღნიშნულია კვლევაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი