logo_geo
ჰაკერებმა მარკ ცუკერბერგის ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვეს
- +

4 აპრილი. 2021. 17:50

 

Facebook-ზე მასობრივი კიბერშეტევის შედეგად ჰაკერებმა კომპანიის ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის ტელეფონის ნომერი მოიპოვეს და გაასაჯაროვეს. ამის შესახებ „The New York Post“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში მოიპოვეს. საუბარია ტელეფონის ნომერზე, რომელიც ცუკერბერგის Facebook-ანგარიშზეა მიბმული. ამგვარად, ცუკერბერგი ერთ-ერთი გახდა იმ ასობით მილიონი ადამიანიდან, ვისი მონაცემებით ინტერნეტში გავრცელდა.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰაკერების ფორუმზე სოციალურ ქსელ Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გავრცელდა. საუბარია 533 მილიონი ადამიანის საიდენტიფიკაციო მონაცემებზე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი