რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანმონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პირს პრეზიდენტის თანამდებობის ორზე მეტჯერ დაკავების საშუალებას აძლევს.
ცვლილებების თანახმად, მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს კრემლში ყოფნის ვადები გაუნულდებათ. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს პრეზიდენტად არჩევა კიდევ 2-2-ჯერ შეეძლებათ.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც წარსულში ორმაგი მოქალაქეობა ან საზღვარგარეთ ბინადრობის უფლება ჰქონდა.