logo_geo
სკოლიდან გარიცხული 12 წლის ბიჭი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა რესტორატორი გახდა
- +

6 აპრილი. 2021. 11:02

 

12 წლის დისლექსიის მქონე ბიჭმა, რომელიც სკოლიდან გარიცხეს, კულინარიაზე წიგნი დაწერა.

 

 

 

7 წლის ასაკში ომარ მაქქვინი მასწავლებელმა სკოლიდან გარიცხა დისლექსიის გამო. თუმცა ამას მისთვის წინაღობა არ შეუქმნია. მან ინსპირაციისთვის ჩედვიკ ბოსმანის სიტყვები გამოიყენა – „რაც არ უნდა მოხდეს, წინ იარე“.

 

არც ისე ბევრ ბავშვს თუ ადამიანს შეუძლია, თავისი ბიზნესი დაიწყოს, რესტორანი დააარსოს, საავტორო კულინარიული შოუ შექმნას და წიგნიც დაწეროს. ომარ მაქქვინმა კი ეს ყველაფერი 12 წლის ასაკში მოახერხა.

 

მას სჯერა, რომ თავის გმირს გორდონ რამსის ერთ დღესაც შეხვდება. მას ასევე გეგმაში აქვს, რომ გამოაქვეყნოს მეორე წიგნი 2021 წელს.

 

„ეს არის ოცნების ასრულება, რომ ჩემი წიგნი დავწერე, მე შეიძლება დისლექსია მაქვს, მაგრამ მაინც მოვახერხე, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა და მებრძოლა ჩემი მიზნებისთვის. ჩემი ინსპირაცია გორდონ რამსია, იმიტომ რომ ეს პერსონალური შეფია, ისევე როგორც მე“, – ამბობს ომარი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი