logo_geo
კალიფორნია ყველა სახის შეზღუდვის მოხსნას 15 ივნისისთვის გეგმავს
- +

7 აპრილი. 2021. 11:18

 

 

აშშ-ის შტატ კალიფორნიაში 15 ივნისისთვის მოსალოდნელია დაწესებული ყველა სახის შეზღუდვების მოხსნა, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და შენარჩუნდება ვაქცინაციის ტემპი. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომ განაცხადა.

 

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 ივნისისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ გახსნა, როგორც ყოველთვის, პირბადის მუდმივი ტარებისა და მუდმივი სიფხიზლის პირობებში. ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების დაგეგმვა პანდემიის შემდეგ. ამ გვირაბის შუქი არასოდეს ყოფილა უფრო მკაფიო, ვიდრე ახლა“, - განაცხადა შტატის გუბერნატორმა.

 

გუბერნატორმა ასევე დასძინა, რომ 15 ივნისამდე მოხდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გადახედვა. შეზღუდვების მოხსნა ორ პირობაზე იქნება დამოკიდებული: თუ 16 წელზე უფროსი ასაკის კალიფორნიელებისთვის იქნება საკმარისი ვაქცინა და თუ ჰოსპიტალიზაციის დონე სტაბილური და დაბალი იქნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი