logo_geo
სუეცის არხის ადმინისტრაცია კაპიტნის შესაძლო შეცდომაზე საუბრობს
- +

7 აპრილი. 2021. 11:39

 

 

სუეცის არხის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ კორნტეინერმზიდი „Ever Given“-ის გაჭედვა ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.

 

„არსებობს ალბათობა, რომ კაპიტანმა მართვისას ან სიჩქარის რეგულირებისას შეცდომა დაუშვა“, - ეს განცხადება სუეცის არხის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელმა უსამა რაბიამ გააკეთა.

 

მაღალჩინოსნის თქმით, მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ ინციდენტი მართვისას დაშვებული შეცდომების შედეგი იყო.

 

რაბიას თქმით, გემზე არხის მმართველობის წარმომადგენელი - კონტეინერმზიდის არხში გატარებაზე პასუხისმგებელი ლოცმანი იმყოფებოდა, თუმცა, ის მხოლოდ რჩევებს იძლეოდა.

 

„საბოლოო გადაწყვეტილებებს კაპიტანი იღებს. ჩვენი მხრიდან არანაირი შეცდომა არ ყოფილა დაშვებული. მომხდარზე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ“, - განაცხადა რაბიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი