logo_geo
ეკვადორში თვითმფრინავი ჩამოვარდნას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
- +

8 აპრილი. 2021. 12:06

 

ეკვადორში მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის დროს ბორტზე ორი მფრინავი და ოთხი მგზავრი იმყოფებოდნენ.

 

პოლიციის თქმით, ბორტზე, სავარაუდოდ, ექიმების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებსაც სამედიცინო აპარატურა გადაჰქონდათ.

 

მათ ასევე აღნიშნეს, რომ მოულოდნელად თვითმფრინავმა დაკარგა კონტროლი, მისმა ფრთებმა აქეთ-იქით დაიწყო მოძრაობა და ბოლოს მიწაზე დაეცა.

 

სამართალდამცავი ორგანოები შემთხვევის ადგილზე მიზეზებსა და გარემოებებს ადგენენ.

 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

https://report.ge/world/ekvadorshi-tvitmfrinavi-chamovardnas-6-adamiani-emskhverpla/

 

big_banner
არქივი